პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება.
ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს. საინტერესოა, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან ვისზე გააკეთებს არჩევანს სალომე ზურაბიშვილი. პარლამენტისთვის წარსადგენ ორ კანდიდატს შორის მოხვედრის შანსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსაც აქვს, რომელიც ზაფხულში არასაკმარისი ხმების გამო ხუთი წლის ნაცვლად ექვსი თვის ვადით აირჩიეს. უნდობლობის არგუმენტით პრეზიდენტთან არსებულ საკონკურსო კომისიას ამჯერადაც გაემიჯნა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. მათ მსგავსად, კანდიდატების შერჩევის საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას არც ოპოზიციის ნაწილი აპირებს. საკრებულოების მანდატების მიღების მიუხედავად, კალანდარიშვილის ხელმძღვანელობის პირობებში ჩატარებული 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკურ სპექტრში დღემდე სადავოდ რჩება.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების მოსმენის წინ პარლამენტი მნიშვნელოვან გზავნილებს იღებს საერთაშორისო პარტნიორებისგან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.