"კონსტიტუცია ყველასია" - გორი

03/28/2017
Giorgi Margvelashvili-ის მიერ

გიორგი მარგველაშვილი - რაც უფრო მეტი არჩევითობაა, მით უფრო ვალდებულად თვლის ხელისუფალი თავს ანგარიში გაუწიოს საზოგადოებას
#კონსტიტუციაყველასია
#ერთადდავწეროთკონსტიტუცია
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა შეხვედრა.
პრეზიდენტის აღნიშნული კამპანია ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობის უზრუნველყოფას გულისხმობს.
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა თვითმმართველობის გაძლიერების, უმაღლესი განათლების შესაძლებლობის გაზრდის, სახელმწიფო მოწყობის მოდელების, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესისა და საქართველოს მოქალაქეების ელემენტარული მუდმივი საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე საქართველოს მოსახლეობა აკეთებს არჩევანს როგორ სურს ცხოვრება და გააჩნია ასევე, ამ არჩევანის განხორციელების ძალა.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოება პრეზიდენტის არჩევის უფლებით აღჭურვილია ფაქტობრივად საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან და საზოგადოებას ეს უფლება უნდა შეუნარჩუნდეს.
\"ეს უფლება უნდა შევუნარჩუნოთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს არის ჩვენი, როგორც ამომრჩევლების უფლება და მეორე, როდესაც მე რაღაცა უფლებას ჩამომართმევ, რომელიც დღეს მაქვს, უნდა ამიხსნა რითი იქნება ჩემი ცხოვრება უკეთესი.
ძალიან ბევრი განცხადებები მომისმენია, რომ ხალხს ნუ დავღლით არჩევნებზე წასვლითო.. არ გვინდაო.. ისხდნენ სახლში წყნარად ტელევიზორებთანო... არ გვინდა ეს ყველაფერი.. ნუ ვაწვალებთ არჩევნებზე წასვლითო... ახლა ეს არგუმენტები კომიკურია, ჩემი აზრით.
ამ მოქალაქეობრივ უფლებას რომ მართმევ, უნდა მითხრა რატომ მართმევ'', - აღნიშნა პრეზიდენტმა სტუდენტის შეკითხვაზე პასუხად.
მისი განცხადებით, როგორც მაღალი პოლიტიკური მანდატით აღჭურვილი პოლიტიკური ფიგურა, პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა ამ მაღალი პოლიტიკური მანდატიდან გამომდინარე, ითამაშოს დამაბალანსებელის როლი ხელისუფლების სხვა შტოებთან მიმართებაში.
\"მაღალი პოლიტიკური მანდატი პრეზიდენტს აძლევს დამაბალანსებელ ფუნქციას, უფლებას განაცხადოს ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრი, ჰქონდეს მაღალი წონა.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური არხი
Official Channel of The President of Georgia

ვიდეოები „Giorgi Margvelashvili"-ისგან