IBSU-ს მორიგი აქცია-პერფორმანსი

13.09.2018 01:05

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი პროტესტი. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან მათ აქცია-პერფორმანსი გამართეს.

სტუდენტებმა და აბიტურიენტებმა სიმბოლურად ის კედელი დაანგრიეს, რომელიც მათი თქმით, ცენტრმა პირველკურსელებს აუშენა და ამით განათლების მიღების უფლება შეუზღუდა.

მოთხოვნა უცვლელია - 2018-19 სასწავლო წლებში უნივერსიტეტს მიეცეს პირველკურსელთა მიღების უფლება, რომელიც ავტორიზაციის ეროვნულმა საბჭომ 20 აგვისტოს, დავალიანების საფუძველზე შეუჩერა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine