აქცია ნიქოზში


ნიქოზი-თბილისის მატარებლის მოძრაობის აღდგენა მოითხოვეს საპროტესტო აქციაზე, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა.

როგორც მოსახლეობა ირწმუნება, მატარებლის მოძრაობა პანდემიის დროს შეწყდა და მას მერე არ აღდგენილა. შეკრებილები ამბობენ, რომ ტრანსპორტის ამ საშუალებით სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, მათ შორის სტუდენტები და თბილისში დასაქმებულები, ასევე ძირითადად მატარებლით ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩატანაც დედაქალაქში. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მატარებლის მოძრაობა უახლოეს პერიოდში არ აღდგება, საპროტესტო გამოსვლები ამ მოთხოვნით ისევ გაიმართება. საქართველოს რკინიგზაში კი აცახდებენ, რომ  ამ ეტაპზე საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე რეგულაციების დაკმაყოფილება შეუძლებელია და შესაბამისად „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან