„ფერმა" - 20 იანვარს, 12:15 საათზე
ფრანგი მეპურე, ქართული ხორბალი და ხაშზე გამომცხვარი პური, რომლის საიდუმლოსაც ბატონი ჟან ჟაკი მხოლოდ „ფერმის" მაყურებელს გაუმხელს; ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ძებნაში ნაპოვნი სოფელი არგოხი და ევროპელი ფერმერის ცხოვრება სამშობლოდან ოთხი ათასი კილომეტრის დაშორებით; გლუტენისაგან თავისუფალი კახური ხორბალი, ხელით აშენებული ფურნე და ამ ფურნეში გამომცხვარი ფრანგულ-ინგლისური კრუასანები - გლობალიზაციის შთამბეჭდავი ამბავი „ფერმაში"; ტოსკანის მზის ქვეშ განვითარებული აგროტურიზმი და იტალიური გამოცდილება ქართველი ქალებისათვის. ზეთისხილისა და ვენახის თვალუწვდენელი პლანტაციები, ტრადიციული საქმიანობა და ოჯახური ბიზნესი, რომელიც საუკუნეებს უძლებს. ქალების მიერ შექმნილი აგროტურისტული კომპლექსები ევროპაში და მათი წარმატების რეცეპტი - კვირას, 20 იანვარს, 12:15 საათზე, გადაცემაში „ფერმა" ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...