ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე


პროკურატურამ დღეს ბრალი წარუდგინა „ტვ პირველის“  ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს. დაკავებულს ბრალად ედება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით, ასევე ადამიანის დევნა ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე გ.გ. და მასთან ერთად მყოფი პირები თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას. ისინი ლექსო ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით  პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რომ მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო უახლოეს საათებში იმსჯელებს. საერთო ჯამში, ლექსო ლაშქარავას და „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ამ დროისთვის დაკავებულია ექვსი პირი, მათ შორის ხუთს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან