მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გახსნეს. ღონისძიებას მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარაეობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებისა და იმიგრაციული პროცესების მოწესრიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიგრაციის დეპარტამენტი 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა. დეპარტამენტი პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფთა აღმოჩენაზე, დაკავებასა და მათ ქვეყნიდან გაძევებაზე. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების დროებითი მოთავსების ცენტრიც აშენდა. შენობა ორი სართულისგან შედგება და გათვლილია საქართველოში უკანონოდ მყოფ 80 პირზე. არსებული ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შენობაში განთავსებულია სასადილო, სამლოცველო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, ასევე, შენობის ეზოში მოწყობილია სპორტული და ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო მოედნები. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ოჯახები განთავსდებიან ცალკე ბლოკებში. დაკავებულთათვის ხელმისაწვდომია სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, გამოყოფილია სამედიცინო დახმარების ოთახები, ასევე, ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებით, შექმნილია სათანადო პირობები უწყვეტი განათლების მისაღებად. სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/g7Aa5x
Aleksandre Tchikaidze-ის სხვა ვიდეოები
27:10
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა დაარსებიდან...
25:13
სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
00:16
შინაგან საქმეთა მინისტრი ირანის ისლამური რესპუბლიკ...
11:22
ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის გახს...
00:20
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ესტონეთის რეს...
08:33
მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრ...
01:03
შინაგან საქმეთა მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმ...
00:23
შინაგან საქმეთა მინისტრი ადამიანის უფლებათა ექსპერ...
მსგავსი ვიდეოები
1
1
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრენინგი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყირგიზეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის შს მინისტრ პეტრე ტობას შეხვდა
Giorgi Mgebrishvili