ყირგიზეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი
ყირგიზეთის მოქალაქე მახაბატ ეგემბერდიევა თბილისის საქალაქო სასამართლოს შსს-ს მიგრაციის სამსახურის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვს, რომლითაც მას საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვა. როგორც ეგემ-ბერდიევამ განაცხადა, იმედი აქვს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირინა გოგოლაძე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უკანონოდ ცნობს. როგორც ეგემბერდიევამ განაცხადა, ის ყირგიზეთში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრია, რის გამოც ხელისუფლება 2020 წლიდან დევნის. მისი ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ყირგიზეთში პოლიტიკური ნიშნით საქმე გაუყალბეს და კერძო პირს საჩივარი შეატანინეს, თითქოს ეგემბერდიევამ მის წინააღმდეგ თაღლითობა ჩაიდინა და 100 000 დოლარი გამოსძალა. ყირგიზეთის სასამართლომ ეგემბერდიევას 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. წითელი ცირკულარით ძებნის ფარგლებში, ეგემბერდიევა საქართველოში ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ეგემბერდიევას განცხადებით, ექსტრადაციის შემთხვევაში, ყირგიზეთში წამება ელოდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ყირგიზე...
Ajara TV
"ჯიჰადის ვიდეოს" გავრცელებაში ყირგიზი ჩოკუტაევია ბრალდებული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია
საჯარო სამსახურის ბიურო
ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი | CSB | Imedi
საჯარო სამსახურის ბიურო
ყირგიზეთის განათლების მინისტრი
icarusge
ყირგიზეთის დელეგაცია
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил