მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის გახსნა
10/08/2014
Aleksandre Tchikaidze-ის
მიერ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი გახსნეს. ღონისძიებას მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარაეობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებისა და იმიგრაციული პროცესების მოწესრიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიგრაციის დეპარტამენტი 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა. დეპარტამენტი პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფთა აღმოჩენაზე, დაკავებასა და მათ ქვეყნიდან გაძევებაზე. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების დროებითი მოთავსების ცენტრიც აშენდა.
შენობა ორი სართულისგან შედგება და გათვლილია საქართველოში უკანონოდ მყოფ 80 პირზე. არსებული ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შენობაში განთავსებულია სასადილო, სამლოცველო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, ასევე, შენობის ეზოში მოწყობილია სპორტული და ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო მოედნები. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ოჯახები განთავსდებიან ცალკე ბლოკებში. დაკავებულთათვის ხელმისაწვდომია სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, გამოყოფილია სამედიცინო დახმარების ოთახები, ასევე, ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებით, შექმნილია სათანადო პირობები უწყვეტი განათლების მისაღებად.
სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/g7Aa5x