საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასების დოკუმენტი

16.05.2023 02:25

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების კუთხით არსებულ მდგომარეობას, „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია აფასებს. მათ შეფასების დოკუმენტი - „სტატუსმეტრი“ მოამზადეს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს. სტატუსმეტრის პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა. მათი თქმით, პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 31 მარტიდან 30 აპრილამდე საგრძნობი პროგრესი არ შეიმჩნევა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეფასების დოკუმენტი
02:10

შეფასების დოკუმენტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს ევროპული პერსპექტივა
01:18

საქართველოს ევროპული პერსპექტივა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო რეფორმაზე
01:26

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო რეფორმაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ანგარიში
01:39

#არჩევნები2020 „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ანგარიში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ
01:42

ანგარიში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მესამე სექტორი დეცენტრალიზაციის სამთავრობო სტრატეგიას აკრიტიკებს
00:48

მესამე სექტორი დეცენტრალიზაციის სამთავრობო სტრატეგიას აკრიტი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალი კანონი შშმ პირთათვის
05:17

ახალი კანონი შშმ პირთათვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ხალხის ძალას“ ინიციატივა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
03:15

„ხალხის ძალას“ ინიციატივა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო