მარნეულელმა სპორტსმენებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს

05/19/2016
Municipality of Marneuli-ის მიერ

მარნეულელმა სპორტსმენებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს
მიმდინარე წლის 12-13-14-15 მაისს ქალაქ გორში ჩატარდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის მე-8 საერთაშორისო ტურნირი კრივში ახალგაზრდებს შორის.
აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, ყაბარდო-ბალყარეთის, საქართველოს ნაკრების წევრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა – ოთარ ნავერიანმა და სერგო ნავერიანმა, რომლებმაც დაიკავეს პირველი ადგილი და მესამე ადგილი.
√ პირველი ადგილი ოთარ ნავერიანი 56კგ – 1999წ (მწვრთნელი ზურაბ მუშკუდიანი)
√ მესამე ადგილი სერგო ნავერიანი 81 კგ– 1998წ (მწვრთნელი ზურაბ მუშკუდიანი)
აღსანიშნავია რომ ოთარ ნავერიანი 31 მაისს, მიემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთში ქალაქ ანაპაში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს მორიგ წარმატებას მარნეულელ სპორტსმენებს და უსურვებს წინსვლას სპორტულ კარიერაში.
ვრცლად იხილეთ: http://www.marneuli.gov.ge/…/1093-%E1...%…

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან