შეზღუდვები საქართველოს საავტომობილო გზებზე

02.11.2019 01:05

გაუარესებული ამინდის გამო, საქართველოს საავტომობილო გზებზე დილიდან შეზღუდვები მოქმედებდა. ამ წუთებში ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მოძრაობა აღდგა ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად  მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის. ქუთაისი-წყალტუბო, მესტია-უშგულის მონაკვეთზე კი გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania