ესაა პრეზენტაცია, რომელშიც განხილულია თვითდახმარების ერთ-ერთი არსებითად მნიშვნელოვანი ფორმა - თვითზრუნვა და როგორ შეგვიძლია სტრესის შეგნებულად განეიტრალება საკუთარ თავზე დაბალანსებული ზრუნვით - თვითზრუნვით. თვითზრუნვაზე დიდწილად არის დამოკიდებული ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ჯანსაღი ფუნქციონირება. რეგულარული თვითზრუნვით შესაძლებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის პრევენცია. თუ ადამიანს უჭირს თვითზრუნვა, ეს უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ მას სჭირდება გარე მხარდაჭერა - ფსიქოთერაპია.
ბოლო წლებში გავრცელებულმა ონლაინ თვითზრუნვის ინდუსტრიამ საერთაშორისო სივრცეში თვითზრუნვის არაერთი მითი დაამკვიდრა. რადგან საქართველოში თვითზრუნვის ცნების დამკვიდრება ახლა ხდება, მნიშვნელოვანია, მისი არსი მკაფიოდ იყოს განსაზღვრული ფართო საზოგადოებისთვის. შესაბამისად, შეხვედრის მიზანია თვითზრუნვის არსისა და საჭიროების შესახებ საზოგადოების ცნობადობის ამაღლება და თვითზრუნვის შესახებ არსებული მითების გაქარწყლება. შეხვედრაზე განხილული საკითხებია:
✅ რა არის და რატომაა მნიშვნელოვანი თვითზრუნვა?
✅ თვითზრუნვის მითები
✅ \"ტოლერანტობის ფანჯარა\" და თვითზრუნვა
✅ თვითზრუნვის ტიპები და სტრატეგიები
✅ ვის და როდის სჭირდება თვითზრუნვა?
✅ თვითზრუნვის ბენეფიტები და გამოწვევები
✅ თვითზრუნვის პრაქტიკული სამუშაოს „დაგემოვნება“
შეხვედრის სრული ჩანაწერის ლინკი:
• მაგდა მაჭავარიანი - სტრესი და თვითზრუნვა
მაგდა მაჭავარიანი - ფსიქოლოგიის მაგისტრი, გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAGT) მიერ აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და თვითზრუნვის მკვლევარი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული, ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) კურსდამთავრებული, მშობლების მხარდაჭერის ჯგუფის დამფუძნებელი და ტრენერი.
მაგდა მაჭავარიანის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/MagdaMachava...
მშობლების მხარდაჭერის ჯგუფი: https://www.facebook.com/groups/18502...