მაგდა მაჭავარიანი - როგორ ხდება ბავშვი სათერაპიო?
ესაა ონლაინ შეხვედრის ჩანაწერი, რომელშიც წარმოდგენილია ბავშვის განვითარების გეშტალტთერაპიული ხედვა და განხილულია შემდეგი აქტუალური საკითხები: ✅ ბავშვის საჭიროებები - რა სჭირდება ბავშვს ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის? ✅ ბავშვის გამოწვევები - რა ფაქტორები იწვევს ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარების შეფერხებას? ✅ გამოსავალი - რა ვქნათ, თუ ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარების შეფერხების ნიშნებს ვამჩნევთ (ბავშვი მეტისმეტად აგრესიულია, მორცხვია, მშიშარაა, უჭირს თავდაცვა, თანატოლებთან ურთიერთობა და სხვ.)? ‼ ბავშვს, რომელიც იბადება "პრაქტიკულად ჯანმრთელი", ჯანსაღი განვითარებისთვის მხარდამჭერი ასაკობრივი გარემო სჭირდება. ‼ ხშირად ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული ხედვა, თუ რა სჭირდება ბავშვს განვითარებისთვის, ძალიან განსხვავდება ბავშვის რეალური საჭიროებებისგან. ‼ თუ ბავშვის ყოფიერების გარემო (სახლში, საბავშვო ბაღში, სკოლაში) მის საჭიროებებს არ აკმაყოფილებს, ბავშვის ნორმალური განვითარება ფერხდება და ადრე თუ გვიან ბავშვი ხვდება ფსიქოთერაპევტთან. მაგდა მაჭავარიანი - ფსიქოლოგიის მაგისტრი, გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAGT) მიერ აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული, ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) კურსდამთავრებული, ოჯახის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და თვითზრუნვის მკვლევარი, ფსიქოთერაპიის კვლევის საზოგადოების (SPR) წევრი, მშობლების მხარდაჭერის ჯგუფის დამფუძნებელი და ტრენერი. მაგდა მაჭავარიანის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/MagdaMachava... მშობლების მხარდაჭერის ჯგუფი: https://www.facebook.com/groups/18502...
Magda Machavariani-ის სხვა ვიდეოები
01:33:18
მაგდა მაჭავარიანი - როგორ ვაგრძნობინოთ შვილს, რომ...
01:50
მაგდა მაჭავარიანი - თვითზრუნვა (Slideshow)
02:05
მაგდა მაჭავარიანი - როგორ ვაგრძნობინოთ შვილს, რომ...
01:54:01
მაგდა მაჭავარიანი - სტრესი და თვითზრუნვა
02:05
მაგდა მაჭავარიანი - როდის სჭირდება ზრდასრულს ფსიქო...
02:01:41
მაგდა მაჭავარიანი - ბავშვი და ეკრანი
მსგავსი ვიდეოები
მაგდა მაჭავარიანი - თვითზრუნვა (Slideshow)
Magda Machavariani
მაგდა მაჭავარიანი - სტრესი და თვითზრუნვა
Magda Machavariani
მაგდა მაჭავარიანი - როგორ ვაგრძნობინოთ შვილს, რომ გვიყვარს?
Magda Machavariani
მაგდა მაჭავარიანი - როგორ ვაგრძნობინოთ შვილს, რომ გვიყვარს (...
Magda Machavariani
მაგდა მაჭავარიანი - ბავშვი და ეკრანი
Magda Machavariani
მაგდა მაჭავარიანი: სტუდენტთა გეშტალტთერაპიული მხარდაჭერა
Georgian International University
მაგდა მაჭავარიანი - როდის სჭირდება ზრდასრულს ფსიქოთერაპია?
Magda Machavariani
#ამშაბათკვირას რა არის თვითზრუნვა და რა გავლენას აქვს ყოველდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster