ეპიდემიოლოგიური ვითარება

10.04.2022 01:23

ეპიდვითარება ქვეყანაში სტაბილურია, ინფიცირების დღიური მონაცემების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდი 148 მოქალაქეს დაუდასტურდა. 1, 67-ია დადებითობის დღიური მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში, ვირუსული გართულებებით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 16 771 პირი ემსხვერპლა. ინფიცირების დღეს აღრიცხული ფაქტებიდან, უმრავლესობა -  65 ახალი შემთხვევა თბილისშია, იმერეთი - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 13, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 102 პირი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“ ნელ-ნელა ენდემურ ვირუსად გარდაიქმნება. მისი ვარაუდით, წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani