სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციები დაათვალიერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურიაში. მეჩაიე ფერმერებთან და ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ დეტალები განიხილეს. პროგრამის ფარგლებში, 203 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 494 ათას ლარზე მეტია. ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ახალ ლაბორატორიაშიც იმყოფებოდა, რომელიც ჩაისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მუშაობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.