ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვედრებს მართავს
საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ვენეციის კომისიის მიერ მოსაზრების მომზადების პროცესსა და პროცედურებზე, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის რეგულარული კომუნიკაციის მნიშვნელობას კანონპროექტის მომზადებისა და მიღების ყველა ეტაპზე. თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის სასამართლოს საკითხებსა და საარჩევნო თემატიკას შეეხო საუბარი ვენეციის კომისიის გენერალური მდივნის, კომისიის ექსპერტებისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრაზე. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, სასმართლოსთან დაკავშირებულ დასკვნასთან მიმართებით, არის საკითხები მიზანშეწონილობის ნაწილში, სადაც მმართველი გუნდი რეკომენდაციებს არ მიჰყვება, რაზეც განმარტებებიც დელეგაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ გაცემულ ახალ 9 რეკომენდაციაში ვენეციის კომისიის მოსაზრებების გათვალისწინება ერთ-ერთ პუნქტადაა მითითებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში - მთავარი გზავნილები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 20 საათზე, 30 მარტი, 2017 / Live
ვენეციის კომისიის დელეგაცია
TV IMEDI
ვენეციის კომისიის დელეგაცია
TV IMEDI
ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისში
TV IMEDI
ვენეციის კომისიის დელეგაცია არასამთავრობოებს ხვდება - კომისი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster