საახალწლო სამზადისი მაღალმთიან აჭარაში

30.12.2019 03:58

ახლა აჭარის მაღალმთიან რეგიონში გადავინაცვლოთ. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ქედის რაიონის სოფელ მერისში ჩავიდა, რათა ენახა, ახალი წლის შეხვედრასთან დაკავშირებული რა ტრადიციები არსებობს დასახლებაში. მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე თურმანიძეების ცნობილ ოჯახს ეწვივნენ. ამ ოჯახმა დღემდე მხოლოდ ამ სოფლისთვის დამახასიათებელი 20-მდე პოლიფონიური სიმღერა შემოინახა. უნიკალური კომპოზიციების გასაცნობად მერისს ხშირად სტუმრობენ უცხოელი ტურისტებიც. პოლიფონიური სიმღერები, ბუნებრივია, ახალ წელსაც შესრულდება. მანამდე კი თურმანიძეები „მოამბის“ მაყურებლისთვის იმღერებენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: