სამი ნაბიჯი - „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ შეთავაზება


მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლა და ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, - ეს ერთ-ერთი საკითხია იმ გეგმიდან, რომლის შესრულების შემთხვევაშიც „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ფიქრობენ, რომ ქვეყანაში დეპოლარიზაციის და დეოლიგარქიზაციის პროცესი დაიწყება.
ორი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ქვეყანას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს. მათ შორის ხელისუფლების ოპონენტები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და საარჩევნო ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევასაც ითხოვენ. შეთავაზება თითქმის ყველა ადრესატმა უარყოფითად შეაფასა, - მანანა დევაძე გიამბობთ, ვინ რა არგუმენტით იწუნებს ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატის წინადადებას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან