„მილიონობით ლარი დაიხარჯა, მაგრამ ხევსურეთში იგივე პრობლემები გვაქვს“
06/30/2022
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
https://mtisambebi.ge/ - „ნებისმიერი პროექტი, რაც ხევსურეთში ხორციელდება, არაფერზე ხდება კონტროლი. ბოლო 2-3 წელში მილიონობით ლარი დაიხარჯა და ჩვენ იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ“ - პირიქითა ხევსურეთის პრობლემებზე გიორგი ჭინჭარაული საუბრობს, რომელიც თბილისიდან შატილში მუდმივ მცხოვრებლად მეექვსე წელია რაც დაბრუნდა და საზღვრისპირა სოფლებში ხალხის დასამაგრებლად, აუცილებელი პირობების შექმნას ითხოვს.