გიორგი ანწუხელიძე დღეს 38 წლის გახდებოდა
საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. ის 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 1999 წელს, ანწუხელიძემ მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა. 2003-2004 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარა. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. ის წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. გიორგი ანწუხელიძეს 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამ დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს პრემიერ მინისტრი: „სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას, განამტკიცებენ მის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას. 23 წლის სერჟანტის ზნეობრივი სიმამაცე, მტრის წინაშე შეუდრეკლობა, სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში. გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დღეს მის საფლავთან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი ანწუხელიძე - რუსების მიერ წამებით მოკლული ქართველი გმ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
„მოამბე“ 21 საათზე, 18 აგვისტო, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
გიორგი ანწუხელიძე დღეს 39 წლის გახდებოდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტმა ზუგდიდში საბუნებისმეტყველო გიმნაზია დაათვალიერა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
გიორგი ანწუხელიძე 37 წლის გახდებოდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ანწუხელიძე - ეროვნული გმირია
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил