სარველების უსასრულო მოლოდინი - რა ბედი ელის ორსაუკუნოვან მესხურ ოდებს
სოფელ საროში მესხური ოდების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. მრავალსაუკუნოვანი ისტორიული დარბაზული სახლები თანდათან ინგრევა და უძველესი სოფელი იდენტობას კარგავს. სულ ბოლოს საროში პეტრე მაღრაძის მიწური ჩამოინგრა, რომელსაც უძრავი ძეგლის სტატუსი ექვსი წლის წინ მიენიჭა და მის შენარჩუნებას და რეაბილიტაციას პატრონი საკუთარი ძალებით უშედეგოდ ცდილობდა. საროს მიწურების აღდგენა ხელისუფლებამ რამდენჯერმე დააანონსა, თუმცა ძეგლებმა ამ დრომდე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მონდომებით მოაღწია. „ეს კარაპანია“, - სახლის წინა მხარეს, შესასვლელში მიდგმულ საჩრდილობელს გვაჩვენებს რამაზ ასპანიძე და მისი პაპის აშენებულ ოდაში გვეპატიჟება. კარაპანიდან დიდ ოთახში შევდივართ, სადაც სამი კარია - მარჯვნივ ბოსელი, მარცხნივ სათავსო, პირდაპირ კი საცხოვრებელი დარბაზი. რამაზ ასპანიძე ცოლ-შვილთან ერთად დღემდე აქ ცხოვრობს. ხუთი დედმამიშვილიდან საგვარეულო კერაზე მხოლოდ ის შემორჩა. ოდის, სადაც ასპანიძეების მეოთხე თაობა იზრდება, კედლები დაბზარული, კარაპანის ჭერი კი ჩამონგრეულია. ოჯახი წინაპრების საცხოვრისს შეძლებისდაგვარად უვლის, თუმცა საუკუნოვან ნაგებობას დამოუკიდებლად ვერ არემონტებს - ხარჯი დიდია. „აქ ვცხოვრობ და ხომ არ დავანგრევ? მე თვითონ ვარემონტებ ხოლმე. ბოძები დალპა, ხის მასალა უნდა ბევრი, ეს რომ გავამაგრო. სოფელში ოდების უმეტესობა დანგრეულია, თითო-ოროლა ოჯახი ვართ, ვისაც შენარჩუნებული გვაქვს. ჯერჯერობით, აქ ვცხოვრობ ოჯახით და მომავალი გვიჩვენებს, რა როგორ იქნება“, - გვეუბნება რამაზი. გამოგვყევი: web: https://tv9news.ge/ facebook: / tv9news.ge instagram: / tv9news_ge ვიდეო წარმოადგენს www.tv9news.ge-ს საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა.
მეცხრე არხი ახალციხე-ის სხვა ვიდეოები
რას უყვება ახალციხელი სტუდენტი ,,მე–9 არხს“ საფრან...
რა სჭირდება დიდი პამაჯის მოსახლეობას?
მოვისმინეთ და გავიგეთ თქვენი აზრი - დიდ პამაჯში ხე...
ჩრდილოვან მმართველობას ვებრძოდით ჩვენ - ენმ-დან წა...
ახალციხეს 18 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლე...
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შშმ პირებს სურსათი გა...
ნუგზარ კაველიძე: "ნებისმიერი სასუქის დიდი დოზის გა...
გადაწყვეტილებას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ მივ...
მსგავსი ვიდეოები
იაეი კუსამას უსასრულო სარკეების ოთახი yaei kusama endless mi...
Qnarik Korkotyan
SAINI - საინი - HANDMADE ART - Startup Market EXPO 2017
JABA ONIANI
სარჩელების განხილვა სასამართლოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარქველების მოხეხვა|ახალი ნაწილები მეტი სიმძლავრისთვის?!გერმ...
Giorgi Avlokhashvili
სემეკმა გორის მოსახლეობის სარჩელების შესწავლა დაიწყო
TV Pirveli
მამუკა მდინარაძე სარჩელების შეცვლის შესახებ მოსამართლეების გ...
ექსპრესნიუსი ExpressNews
რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვა საკონსტიტუციო...
Formula News
საქალაქო სასამართლოში პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცი...
Formula News