SAINI - საინი - HANDMADE ART - Startup Market EXPO 2017

12/16/2017
JABA ONIANI-ის მიერ

https://www.facebook.com/saini.ns/?pn...
Our Story
We present to you diverse home decor products, including: lighting, mirrors and utensils decorated with letters of Georgian Language. With the help of the Georgian Alphabet and based on the appropriate geometrical system, it is possible to create, with one or several letters, uniquely sophisticated ornaments. The entire current Georgian alphabet (Mkhedruli) has now already been tested and as a result, more than 1200 different ornaments were created. The author observed that the use of other languages in respect of the same principle does not allow such brilliant results.
The letters and signs are placed on the rear side of each product, creating the Ornament. Desired letters and colors (including gold and silver), dishes or ceramic tiles (Handmade or Factorymade), lighting shapes and sizes, can be chosen during the placement of the order.
Saini Home decor items, decorated with this method are wonderful gifts, because you can create individual dishes using different initials, names or greeting words, making the gifts more original and memorable.

Nino Slepchenko. Saini.NS © 2009-2015. All rights reserved.

წარმოგიდგენთ ქართული ასო-ნიშანთა ორნამენტებით შემკულ ჭურჭელს, სანათებს და განსხვავებულ სახლის დეკორაციებს.
ქართული მხედრული ანბანის მეშვეობით და სათანადო გეომეტრიულ სისტემაზე დაყრდნობით თითო ან რამდენიმე ასოს კომბინაციით შესაძლებელია უნიკალური დახვეწილი ორნამენტების შექმნა, რომელთა სახეები თითქმის უსასრულოა. ახლა ნაცადია მთელი მხედრული ანბანი და შედეგად 1200-ზე მეტი სხვადასხვა ორნამენტია შექმნილი. ავტორის დაკვირვებით, იგივე პრინციპის გამოყენება სხვა ენების ანბანებთან მიმართებაში არ იძლევა ამგვარ სრულყოფილ შედეგს.

საინის პროდუქტის ზედაპირზე ან უკანა მხარეზე სხვადსხვა მასალის და მეთოდის გამოყენებით მოთავსებულია ასო-ნიშანი რომლისგანაც შექმნილია ორნამენტი. სასურველი ასო-ნიშნის ორნამენტის და მისი ფერის შერჩევა (მათ შორის ოქრო ან ვერცხლი), თეფშების ან კერამიკული ფილების ხარისხი (ხელნაკეთი ან ქარხნული), სანათებისა და სარკეების ზომა, შესაძლებელია შეკვეთისას.

ამ ხერხით შემკული სახლის ნივთები შესანიშნავი საჩუქარია, რადგან მათი საშუალებით შეიძლება ინიციალებისაგან ან საკუთარი სახელებისაგან, ანდა მისალოცი სიტყვებისაგან შედგენილი სერვიზების შექმნა, რაც მას მეტად ორიგინალურ და სამახსოვრო საჩუქრად აქცევს.
\"საინი\" ასევე გთავაზობთ შეკვეთით ახალი ქართული ორნამენტებით გაფორმებულ ხელნაკეთ სანათებს, სუფრებს, გადასაფარებლებს, სარკეებსა და ავეჯს.

ნინო სლეპჩენკო. საინი.ნს © 2009-2015 ყველა უფლება დაცულია.