შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 25 ოქტომბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 05:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 10:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ორ წრედ ჩატარდება.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გადაიკეტება: კრწანისის მოედანი - ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით მარცხენა სანაპიროზე.
მოძრაობა დაიკეტება თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველის გამზირის მიმართულებით და ავტომანქანები იმოძრავებენ პ. მელიქიშვილის ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
გადაიკეტება თამარ მეფის და დ.აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე მ. წინამძღვრიშვილის, დ.აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.
ასევე, აიკრძალება მოძრაობა თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირზე და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:
http://goo.gl/lNVWll