საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები დაიწყო
06/17/2019
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები დაიწყო. ეს არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო, რომელიც ირჩევს დირექტორს და სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და სხვა უფლებამოსილებებს.
საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა სამი წლის ვადით ხდება. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.
არჩევნების პროცესს განათლების სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში აკვირდება. არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.
სამეურვეო საბჭოს არჩევნების მიმდინარეობის პროცესს 126-ე სკოლაში დღეს განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე გაეცნო.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.