ნინოშვილისა და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს


ნინოშვილისა და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობა სპორტული მოედნის ადგილას კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტერიტორია ადრე \"ცენტრ პოინტს\" ჰქონდა შესყიდული, გაკოტრების შემდეგ კი კვლავ მერიას დაუბრუნდა. თუმცა, როგრც მოსახლეობა აცხადებს, ადგილს მშენებლობისთვის ახლა სხვა კომპანია ითხოვს. 

უკვე ორი კვირაა, მოქალაქეები მერიისგან პასუხსა და რეაგირებას ელოდებიან. დედაქალაქის მთავრობაში ადასტურებენ, რომ კომპანიას პროექტი ურბანულ სამსახურში აქვს შეტანილი თუმცა, ამ ეტაპზე, მისი განხილვა მიმდინარეობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან