სოსო ჯაჭვლიანის დაკრძალვა

13.02.2024 02:03

საზოგადოება სოსო ჯაჭვლიანს დაემშვიდობა. ცნობილი მსახიობის, რეჟისორისა და სპორტსმენის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა. სოსო ჯაჭვლიანი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. სოსო ჯაჭვლიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: