გოლუნოვის საქმე

30.06.2019 25:10

ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავებას ნარკოტიკების შენახვა-გავრცელების ბრალდებით მოჰყვა უპრეცედენტო სამოქალაქო პროტესტი, აქციები რუსეთში სამართლებრივი განუკითხაობის წინააღმდეგ. რატომ ითამაშა გოლუნოვის საქმემ კატალიზატორის როლი? 👉 როგორ უსწორდებიან რუსეთში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს? 👉 მოასწავებს თუ არა ცნობილი რუსი ჟურნალისტის გათავისუფლება სხვა რეპრესირებულთა საქმეების გადახედვასაც? ინტერვიუ რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ჟურნალისტთან, იაროსლავ შიმოვთან. 👉 რა გადახდათ თავს ჟურნალისტებს თბილისში პრაიდის აქციის გაშუქებისას? 👉 "შინ - უცხოეთში": რას ასწავლის ჰანოვერში სოცმუშაკობა იურისტ ზურაბ ბაკურაძეს რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

გაზიარება: