რეზოლუციის პროექტი სენატში
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სენატორებმა - ჯიმ რიშმა, რონ ჯონსონმა და ჯინ შაჰინმა ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მიერ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად 19 აპრილის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას დემოკრატიის გაძლიერებისთვის საქართველოს გზის, მათ შორის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების მიმართ. სენატორები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მუშაობა დაუყოვნებლივ. რეზოლუცია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და საქართველოს პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს, სრულად განახორციელონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შეთავაზებული და 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისი. მოუწოდებს პარლამენტის არჩეულ წევრებს, დაიკავონ ადგილები პარლამენტში და დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განახორციელოს სისტემური რეფორმები. რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო ძლიერ დემოკრატიას საქართველოში, მმართველი ინსტიტუტებით, რომლებიც ავლენენ ერთიანობას, კონტროლსა და ბალანსს, გამჭვირვალობასა და შესაძლებლობას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ და სხვა მავნე ზეგავლენას. აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაძლებლობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რეზოლუციის პროექტი სენატში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეზოლუციის პროექტი სენატში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სენატის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სენატის რეზოლუცია საქართველოს შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეზოლუციის პროექტი
TV IMEDI
რეზოლუციის პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეზოლუციის პროექტი
PIA FUN
რეზოლუციის პროექტი
TV IMEDI