ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა


ვენაში ეუთო-ს მუდმივი საბჭოს 2022 წლის პირველი სხდომა გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა ეუთო-ში პოლონეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების წარდგენა და ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იქნება. შეხვედრაში მონაწილეობას 57 სახელმწიფო მიიღებს. წინასწარი ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის პროგრამას წარადგენს, რომელიც ფოკუსირებული იქნება რეგიონული და გაყინული კონფლიქტების მოგვარების ინიციატივებზე, კონფლიქტის ზონებში მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერის მცდელობებზე და რეგიონში მდგრადი განვითარების სტიმულირებით პანდემიისგან გამოსვლის საკითხებზე. ამასთან, სხდომის შემდეგ იგეგმება დიალოგი უკრაინაში არსებული ვითარებისა და რუსეთის მიერ წარდგენილი უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან