საქართველოში ეპიდვითარების მცირედით გაუმჯობესების ტენდენცია ნარჩუნდება


საქართველოში ეპიდვითარების მცირედით გაუმჯობესების ტენდენცია ნარჩუნდება – ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 38 პაციენტი. დაიკლო დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმაც, რომელიც დღეს 4,65 %-ია. ყველაზე მეტი შემთხვევა ბოლო 24 საათში თბილისში გამოვლინდა, შემდეგ მოდის იმერეთი და კახეთის რეგიონი.

ეპიდვითარების მცირედით გაუმჯობესების ფონზე, ქვეყანაში კვლავ იკლებს ვაქცინაციის ტემპი, რაც ეპიდემიოლოგებს პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას არ აძლევს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დღეს კახეთის რეგიონში იმყოფება. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ხვდება და ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, ინფორმაციას აწვდის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან