შალვა პაპუაშვილის განცხადება


„ქართული  ოცნების“  წარმომადგენელი,  „სამართლიანი  არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით დაშვებული ხარვეზებისა და შეცდომების გამო, მორიგ პოსტს აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „სამწუხაროდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ვერც გამჭვირვალობის და ვერც ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა და ამით მოახდინა მისი, როგორც ანგარიშგასაწევი ორგანიზაციის, დისკვალიფიკაცია“  „ამასობაში, უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც სამართლიანი არჩევნები ის მიერ მისი შეცდომის  დაგვიანებული აღიარების შემდეგ, საჯაროდ ვთხოვეთ, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის განემარტათ მათ მიერ წაყენებული ბრალდება, თითქოს უბნების 8%-ში იყო მეტობით დისბალანსი (რაც აბსურდია) და დაესახელებინათ კონკრეტული თარიღები: რომელ რიცხვში დაუკავშირდა ეუთო/ოდირის ექსპერტი? რომელ რიცხვში დაიწყო აუდიტი? რომელ რიცხვში მიხვდა ისფედის თავმჯდომარე, რომ პროგრამაში იყო ბათილი ბიულეტენების მითვლის ხარვეზი? ისფედი ამ დრომდე ჯიუტად დუმს. “ – წერს შალვა პაპუაშვილი. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან