ნახევრად ფენოვანი ცომი (ხაჭაპურისთვის, ლობიანისთვის და ა.შ.)

12/28/2013
Rezo Vids-ის მიერ

ნახევრად ფენოვანი ცომი (ხაჭაპურისთვის, ლობიანისთვის და ა.შ.)
ნახევრად ფენოვანი ცომით მომზადებული ხაჭაპური თუ ლობიანი დღეს ალბათ ყველაზე პოპულარულია. გამოცხობის შემდეგ ამგვარი ცომი უფრო რბილია, ვიდრე უბრალოდ ფენოვანი. ხოლო ჩვეულბრივ საფუარიან ცომთან შედარებით, ამ ცომის ხანგრძლივად შენახვა შესაძლებელია. შეგიძლიათ მოზილოთ, შედოთ მაცივარში და დარწმუნებული იყოთ, რომ 3-4 დღის შემდეგად მშვენიერ შედეგს მიიღებთ.

მოკლედ, დავიწყოთ ინგრედიენტებით:

400 მლ. თბილი წყალი,
3 ს.კ. ზეთი,
3 ს.კ. ღვინის ძმარი,
1 ს. კ. საფუარი,
1 ჩ.კ. შაქარი,
500 გ. კარაქი (ან მარგარინი),
მარილი გემოვნებით,
ფქვილი, რამდენსაც შეიზელს.

თბილ წყალში გავხსნათ ბოლომდე საფუარი, დავამატოთ ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი. მოვზილოთ რბილი ცომი. გავაბრტყელოთ და წავუსვათ დარბილებული კარაქი. დავკეცოთ ან გადავახვიოთ რულეტივით, ჩავდოთ თავდახურულ ჭურჭელში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით.

ამის შემდეგ ცომი მზადაა გამოსაყენებლად.

gemrieli salatebi rogor gavaketot\u0026am (1) · rogor gavaketot kartuli suphi (1) · g (1) · ჟულიენი\u0026am (1) · ხალადეცის მომზადებ�� (1) · სალათები (6) · სომხური (1) · კრაბის (1) · ცეზარის (1) · ნამცხვარი იდეალი (1) · სალათების რეცეპტებ�� (1) · namcxvrebis receptebi\u0026am (1) · video (1) · momzadebis wesi\u0026am (1) · www.namcxvari napoleoni momzadebis wesi (1) · სამარხო კერძები (1) · http://mzareuli.ucoz.com/ (1) · 2 (1) · kulinaria.ge (1) ·