შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 4 პირი დააკავა

21.09.2020 00:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-მ გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
00:55

შსს-მ გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა
00:37

შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
00:54

შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ დიდი ოდენობით ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 5 პირი
00:35

შსს-მ დიდი ოდენობით ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
01:20

შსს-მ ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბ...

Trialeti TV

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
00:44

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

რუსთავში მკვლელობის საქმეზე გახსნილია
03:45

რუსთავში მკვლელობის საქმეზე გახსნილია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება ნარკორეალიზების ბრალდებით
00:51

დაკავება ნარკორეალიზების ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო