შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

04.03.2018 00:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 5 პირი - 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ყ., 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.დ., 1987 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ც. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ მ.შ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რაც მობილურ ტელეფონში ჩაიწერეს. დადგინდა, რომ მათ აღნიშნული ხმოვანი ჩანაწერი თავიანთ სანაცნობო წრეში გაავრცელეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები ბათუმში, სენაკსა და თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
00:44

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი და...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს 6 წევრი დააკავა
01:27

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს 6 წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავა
02:01

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა
00:34

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაუ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის 10 ფაქტზე 3 პირი დააკავა
00:25

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის 10 ფაქტზე 3 პირი დააკავ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა
03:43

პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიისთვის დანაშაულებრივი ჯგ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დაკავებულია 2 ქართველი „კანონიერი ქურდი'' და დანაშაულებრივი ჯგუფის 8 წევრი
00:37

დაკავებულია 2 ქართველი „კანონიერი ქურდი'' და დანაშაულებრივი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო