ქუჩის კალათბურთში გამარჯვებული დღეს გამოვლინდება


თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება ქუჩის კალათბურთში ყველაზე მასშტაბური ტურნირი.

ღონისძიება საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ორგანიზებით ტარდება. საუკეთესოს ტიტულისთვის სულ 32 გუნდი იბრძვის და გამარჯვებულის ვინაობა დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

ფინალური მატჩის ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მაყურებელს 22:00 საათიდან პირდაპირ ეთერში შესთავაზებს, მთელი დღის განმავლობაში კი პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: http://1tv.ge/live/server/streetftb

გამარჯვებული გუნდის წევრები სლოვენიაში გასამართ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე დასასწრებ საგზურს მიიღებენ.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან