აქცია „უპოვართა სასადილოში"

03.05.2013 01:18

თელავის „განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა" „უპოვართა სასადილოში" აქცია მოაწყო. ღონისძიება საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში გაიმართა. მის მთავარ მიზანს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასადილოს პერსონალის დახმარება წარმოადგენდა. პროექტში თელავის საჯარო სკოლების 20-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. მათი ნაწილი სოციალურად დაუცველებს ადგილზე ემსახურებოდა, ზოგიერთმა მათგანმა კი ბენეფიციარებს მათთვის განკუთვნილი ულუფა ბინაზე მიუტანა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/11IOGY6

გაზიარება: