„საფარის“ განცხადება


თეკო მიქაძის საქმე, რომელიც ყოფილ მეუღლეს და მისი ოჯახის წევრებს ძალადობაში ადანაშაულებს, უკვე გადაეცა სამხარეო პოლიციას.

საქმეში ადამინის უფლებათა დეპარტამენტიც ჩაერთო. თეკო მიქაძის თქმით, მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მეუღლის, მამამთილის და დედამთილის მხრიდან, წლების განმავლობაში ხორცილდებოდა, თუმცა ვანის პოლიციაში მის საქმეზე ეფექტური გამოძიება არ მიმდინარეობდა, რადგან ყოფილი მამამთილი, ყოფილი პოლიციის თანამშრომელი იყო და მას უწყებაში გავლენა ჰქონდა. მისივე თქმით, საჯაროდ თემაზე საუბარი ერთი კვირის წინანდელ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც მეუღლის მეგობარმა მასზე და მის მცირეწლოვან ბავშვზე იძალადა.

ახლაგაზრდა ქალის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ იცავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან