კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს


კანადა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ განცხადება ჯასტინ ტრიუდომ ბავარიის ალპებში დიდი შვიდეულის სამიტის მიმდინარეობისას გააკეთა, სადაც მსოფლიო ლიდერები უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდნენ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. კანადის მიერ დაწესებული სანქციები ექვს ფიზიკურ პირს და 46 კომპანიას ეხება, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის თავდაცვის სექტორთან, ასევე უკრაინის 15 მოქალაქეს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციას უჭერენ მხარს. შეზღუდვები ასევე უწესდება ბელარუსის 13 მოქალაქეს და ორ ბელარუსულ კომპანიას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან