ეპიდემიოლოგური ვითარება საქართველოში

02.02.2021 05:44

ბოლო დღეებთან შედარებით, „კოვიდ 19“-ით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი დღეს მცირედით გაიზარდა. 17 000-ზე მეტი ტესტიდან პოზიტიური აღმოჩნდა თითქმის ხუთი პროცენტი. სწორედ ამ მაჩვენებლის კლებაზე და 4%-ს ქვემოთ შენარჩუნებაზეა დამოკიდებული, მოიხსნება თუ არა ჯერ ისევ მოქმედი შეზღუდვები დაგეგმილზე ადრე. ვაქცინაციის მიზნით უკვე დაწყებულია სამედიცინო პერსონალის სიების შედგენა. ქვეყნის მასშტაბით, 75 000 სამედიცინო მუშაკიდან დაახლოებით 14 000-ს ინფექცია უკვე გადატანილი აქვს, „ფაიზერის“ პირველი პარტია კი მხოლოდ 15 000-ი ადამიანისთვისაა გათვალისწინებული. ამიტომ პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალიდან შეირჩევიან მხოლოდ ისინი, ვინც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ და რისკ-ჯგუფში შედიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: