განკურნება უპირობო სიყვარულის ცნობიერებაში

05/22/2022
elixir of life-ის მიერ

კურსი \"ზეციური ელექსირი გულიდან გულში\" (კუნდალინი რეიკი999) https://mzeonaiberieli.ge/kundalini-r...
ზეციური ელექსირის კურსი - ეს არის სამყაროს ენერგიებთან მუშაობა, საკუთარი სულიერ-ენერგეტიკული სტრუქტურების გააქტიურება გამოღვიძება იმისათვის, რომ ადამიანმა აღიქვას და გამოავლინოს თავისი უმაღლესი ბუნება, უნარები, და დაეხმაროს თავის თავს და სხვა ადამიანებს. ეს უნარი არის უმთავრესი ადამიანში და არის უპირობო სიყვარულის უნარი. ეს არაა მხოლოდ გრძნობა, არამედ არის ცნობიერება, ერთიანი ცნობიერება, დამაკავშირებელი ადამიანთა გულების მთელ სამყაროსთან და საწყისთან. სწორედ ამ ენერგიებით ხდება ადამიანის სულიერი სტურქტურების განკურნება, განათლება (სინათლის ავსება) და ეს პროცესი, კურნავს შედეგად ფიზიკურ სხეულსაც, რადგანაც მატერია არის გამყარებული ნატიფი ვიბრაციები, სხეული არის გამკვრივებული ზეცნობიერი. ზეციური ელექსირი სინათლის ნატიფი ვიბრაციებით ავსებს ადამიანს, და ის იწყებს ახლებურად აზროვნებას, ახლებურად ეხსნება შიდა ცოდნა და შიდა არსი.
სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად მომწერეთ ფოსტაში [email protected]
1. მცირედი - თქვენი გამოცდილებების შესახებ, პრაქტიკები, მედიტაციები, ენერგო-მგრძნობელობა და ინტუიცია, სიზმრები და ა.შ. ასევე, თუ რისთვის გსურთ ამ კურსზე დასწრება, რისი მიღება ან სწავლა არის თქვენი სურვილი - უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კურსი გამოგადგებათ, და იქნება თქვენთვის ნაყოფიერი.
2. თქვენი ნამდვილი (ახლანდელი, ოფიციალური) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ქალაქი, სადაც იქნებით ძირითადად კურსის დროს - ეს მონაცემები საჭიროა ენერგიებში დისტანციურად სამუშაოდ. წერილში ასევე დაწერეთ თქვენი ფეისბუქ-სახელი.
მე კი მადლიერებით და სიყვარულით გწერთ ანგარიშს ენერგო-ბალანსისთვის. კურსის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაგწერთ კურსის მესენჯერ-ჯგუფში და ფეისბუქ-ჯგუფში.
სწავლების დროს სასურველია გქონდეთ ფოსტა მაილ.რუ, რადგანაც გმაილ.ქომ არ ხსნის დიდ ფაილებს და არის ხოლმე პრობლემები.
სასწავლო მასალები კვირაში სამჯერ გეგზავნებათ და თქვენთვის კომფორტულ დროს მუშაობთ მათთან. შეკითხვები გაზიარებები - მესენჯერში ხდება ყოველდღიურად, ესეც თქვენთვის კომფორტულ დროს. ხოლო ზუმის შეხვედრები თემატიკის მიხედვით ან შუა კვირაში, ან შაბათს, და თუ ვერ შეძლებთ დასწრებას, ჩანაწერებიც იქნება. კურსის სასწავლო მასალები საავტოროა, და მხოლოდ პირადად თქვენთვის გამოყენებას შეძლებთ .
კურსის დაწყებამდე გთხოვთ შეასრულოთ სიყვარულის პრაქტიკები, რათა განატიფდეს სხეული, რათა ადვილად აღიქვას და შეიგრძნოს წმინდა ენერგიები კურსის დროს, და არ დაიხარჯოს დრო და ენერგია სხეულის დაწმენდაზე. სხეულის ფიზიკურ დაწმენდასაც მიაქციეთ ყურადღება. სხეულის შემადგენლობა პირდაპირ განსაზღვრავს ადამიანის ცნობიერებას). სიყვარულით გიგზავნით ლინკებს ნატიფი ენერგიებისა და აღქმების გასავითარებლად, ისიამოვნეთ და დატკბით საკუთარი ჭეშმარიტი ბუნებისა და უნარების შეგრძნებით. ესენია პრაქტიკები და მედიტაციები სიყვარულის, პატიებისა და მადლიერების მიმართულებით.

სიყვარულის მარათონი:    • სიყვარული  
პატიების მარათონი:    • პატიება და განთავისუფლება  
მადლიერების მარათონი:    • მადლიერების მარათონი  
ენერგო-ბალანსი http://mzeonaiberieli.ge/energo-balansi/

ვიდეოები „elixir of life"-ისგან