გიორგი მიქაძისა და ანსამბლ "ბასიანის" ერთობლივი ნოვატორული პროექტი '"ვოისა"
ფონდ "ქართული გალობისა" და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში – ShapeShifter Lab, პირველად განხორციელდა ნოვატორული პროექტი აშშ-ში მოღვაწე წარმატებული პიანისტისა და კომპოზიტორის გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანი“-ს მონაწილეობით, სახელწოდებით „ვოისა“. პროექტი მიზნად ისახავდა ტრადიციული და თანამედროვე მუსიკის სინთეზირების შედეგად ახალი, უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტის შექმნას, ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მუსიკალური მიღწევების კოლაბორაციას, უმაღლესი სტანდარტის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შექმნას, ახალი თანამედროვე მუსიკალური პროდუქციის პოპულარიზაციასა და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე გატანას. გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანი“-ს ერთობლივ ნოვატორული პროექტის ვიდეო ჩანაწერებს მსმენელი უახლოეს მომავალში იხილავს. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
Project "VOISA" by Giorgi Mikadze Rustavi 2 P.S. ვოისა
GeorgianArt Agency
პიანისტ გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მეგაპროექტი „ვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
VOISA-Harira. Ensmeble Basiani \u0026 David Fiuczynski's Pla...
Giorgi Mikadze