გიორგი მიქაძისა და ანსამბლ "ბასიანის" ერთობლივი ნოვატორული პროექტი '"ვოისა"

11/28/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

ფონდ \"ქართული გალობისა\" და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში – ShapeShifter Lab, პირველად განხორციელდა ნოვატორული პროექტი აშშ-ში მოღვაწე წარმატებული პიანისტისა და კომპოზიტორის გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანი“-ს მონაწილეობით, სახელწოდებით „ვოისა“.
პროექტი მიზნად ისახავდა ტრადიციული და თანამედროვე მუსიკის სინთეზირების შედეგად ახალი, უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტის შექმნას, ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მუსიკალური მიღწევების კოლაბორაციას, უმაღლესი სტანდარტის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შექმნას, ახალი თანამედროვე მუსიკალური პროდუქციის პოპულარიზაციასა და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე გატანას.
გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანი“-ს ერთობლივ ნოვატორული პროექტის ვიდეო ჩანაწერებს მსმენელი უახლოეს მომავალში იხილავს.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან