დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
მინიშნებებით საუბარი უმძიმესმა ბრალდებებმა ჩაანაცვლა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება უკიდურესად მწვავდება. ნიკა მელია ორწლიან დუმილს არღვევს და ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს პარტიაზე გავლენების მოპოვების მცდელობაში და ბინძური მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებს. კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პირველად ოთხი თვის წინ პირველი არხის ეთერში გააკრიტიკა, თუმცა ამჯერად მელია საკუთარ პრეტენზიებს დეტალურად ასაჯაროებს და იმ პროცესებზე საუბრობს, რასაც გუნდის ორად გახლეჩა მოჰყვა. ნიკა მელია მისი ფარული ჩანაწერის გავრცელებაში მერაბიშვილს ამხელს, მის მიერ მხარდაჭერილ ლევან ხაბეიშვილს კი მოსყიდულად მიიჩნევს. როგორც ირკვევა, შიდა კონფლიქტი გაცილებით ადრე, 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო. პარტიის თავმჯდომარე პირველად ამბობს, რომ მაშინ ციხიდან ახლად გამოსული ვანო მერაბიშვილი გლდანში მის საარჩევნო შტაბს მიზანმიმართულად ანგრევდა. ბრალდებას არანაკლებ მძიმე რეაქციები მოჰყვა მეორე მხრიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
TV IMEDI
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
TV IMEDI
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში"
TV IMEDI
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
TV IMEDI
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
TV 25
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster