ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილება

30.05.2019 01:21

ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო, მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ნათია თურნავას განმარტებით, სააგენტოს ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ეს მინისტრთან და მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო, ასევე ფიქსირდებოდა დარღვევები. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გუშინ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიის პროექტს შეაფერხებდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: