შეხვედრა ვახტანგ ჯავახაძესთან
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს. 23 იანვარს, ახალ სეზონი მარჯანიშვილის თეატრის სარდაფმა ვახტანგ ჯავახაძის პოეზიით გახსნა. 2016 წლის 1 თებერვლიდან, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს მასპინძლობს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით აცნობენ. ბილეთის ფასი 7 ლარია და მისი შეძენა მსურველებს მარჯანიშვილის თეატრის სალაროში შეუძლიათ. ქართველი მწერლების მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2016 წლის 14 აპრილს, „დედაენის დღეს’’ დაიწყო. პროექტი, რომელშიც თავდაპირველად 75 მწერალი იყო ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო, - ამჟამად, „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრებს მართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში. მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო - სპექტაკლის სახით ეცნობა. პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი „მწერლის დღიურები“ გამოიცემა. პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კურატორი - მარიამ წიკლაური. 2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ საზოგოდოებრივი მაუწყებლის ჯილდოს „წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში“ მფლობელი გახდა. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
live ჩართვა " ღონისძიებიდან - შეხვედრა ვახტანგ ჭაბუკიანის მო...
თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Museums
ვახტანგ გვაზავას შეხვედრა საბურთალოს ამომრჩეველთან
ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა
ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვახტანგ კასრელიშვილი - ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები და მათი...
Chveni Senaki
ჩემთან შეხვედრა თბილისში, გელოდებით.
Georgian America
სამუშაო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექიმების საქმე - შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster