საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება

14.04.2020 41:13

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21:00-საათიდან, საქართველოს დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა 10 დღით იკრძალება, რაც მსხვილ ქალაქებში მოქალაქეთა მობილურობის მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს დიდ ქალაქებში შესვლა-გასვლაზე დაწესებულ აკრძალვებზე დაიშვება გამონაკლისებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ მთავრობის ერთიან ცხელ ხაზს, ნომერზე - 144.

გაზიარება: