შეხვედრა გარემოსადაცვის საკითხებზე


დღეს თელავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოსდაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სატყეო საკითხებზე ჩატარებული სოციალური კვლევის შედეგები იყო წარმოდგენილი. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, სატყეო სამსახურისა და გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივისა\" და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის\" ინიციატივით ჩატარდა. ანალოგიური შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც იმართება და მისი მიზანი ყვეყანაში მდგრადი ტყით სარგებლობის პრინციპების დამკვიდრებაა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1gxj5lw

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან