"ომეგას" კუთვნილი კომპანიების დირექტორების გამოკითხვა დასრულდა


\"ომეგა ჯგუფის\" საქმეზე სასამართლოში \"ომეგას\" კუთვნილი კომპანიების დირექტორების გამოკითხვა დასრულდა. მოსამართლის თანდასწრებით დღეს კიდევ ერთი კომპანიის დირექტორი გამოიკითხა. გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შინაარსზე მხარეები არ საუბრობენ. ცნობილია, რომ კითხვები დაისვა იმ აუდიოჩანაწერებში არსებულ ინფორმაციაზე, რომელიც მედიაში გავრცელდა და რომლის ავთენტურობასაც გამოძიება სწავლობს.

\"ომეგას\" ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ მოწმეებმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს და ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში, კონკრეტულ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან