Agile Spirit 2021-ის დახურვის ცერემონია


მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021, რომელსაც საქართველომ უკვე მეათედ უმასპინძლა, ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით რამდენიმე წუთში დასრულდება. იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქართველი, ამერიკელი და უკრაინელი სამხედროებით დაკომპლექტებული მრავალეროვნული ბატალიონი, პირობითი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად თავდაცვითი და კონტრშეტევით ოპერაციებს ახორციელებს. სწავლებაში გამოყენებულია როგორც ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორები „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“, ისე ქართულ შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა, საარტილერიო დანადგარები, ნაღმმტყორცნები და იროკეზის ტიპის ვერტმფრენი, ასევე აშშ-ის შავი ქორის ტიპის ვერტმფრენები. პირობითი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, შეტევითი ოპერაცია მრავალეროვნული ბატალიონის შემადგენლობაში მყოფმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა ორი მხრიდან დაიწყო. პირველმა ჯგუფმა პირობითი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად ჯავშანტრანსპორტიორები „დიდგორი მეომარი“ და მსხვილკალიბრიანი შეიარაღება გამოიყენა. მეორე ჯგუფმა კი, იროკეზის ტიპის ვერტმფრენიდან დესანტირება სწრაფი დაშვების თოკებით განახორციელა. სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გამოსვლის შემდეგ, აფეთქების გზით მოწინააღმდეგის ერთ-ერთი გამაგრებული ობიექტი განადგურდა. ამის შემდეგ, კონტრ-შეტევით ოპერაციაში ქართულ-ამერიკული სამხედრო პოლიციისა და ქართულ-უკრაინული ქვეითთა ქვედანაყოფები, ასევე საარტილერიო დანადგარები და სატანკო ოცეული ჩაერთო. საბრძოლო პოზიციების დაკავების შემდეგ, მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის ფიქსირებისთვის ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან ცეცხლი გაიხსნა. კონტრშეტევითი ოპერაცია საბრძოლო და ჯავშანმანქანებით საბრძოლო პოზიციებზე შესვლით, მასიური ცეცხლის მხარდაჭერითა და სატანკო ოცეულის მიერ მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის განადგურებით დასრულდა.
საჩვენებელი სწავლების შემდეგ, საიუბილეო Agile Spirit 2021-ის ოფიციალური დახურვის ცერემონიალი გაიმართება.
სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებს წვრთნების წარმატებით დასრულებას ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრ, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან